გიორგი მღებრიშვილი : კიბერდანაშაული ისეთი დანაშაულია, რომელიც ყოველდღე ფერს იცვლის

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, კიბერდანაშაული ისეთი დანაშაულია, რომელიც ყოველდღე ფერს იცვლის.
ასე უპასუხა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, ხომ არ აღმოჩნდა სახელმწიფო უწყებები დაუცველი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებისას.

„ჩემი აზრით, ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც ყოველდღე ფერს იცვლის და ჩვენ აუცილებლად ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ, უნდა ვფლობდეთ ინფორმაციასაც და ტექნოლოგიებსაც იმისთვის, რომ აღვკვეთოთ მსგავსი დანაშაული“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრი დღესვე გამოვიდა ინიციატივით, რომ წელიწადში ერთხელ კიბერუსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართოს. მისი განმარტებით, აღნიშნულ კვირეულს უწყებებისა და კერძო სექტორების წარმომადგენლები დაესწრებიან. მღებრიშვილის თქმით, ეს იქნება კარგი საშუალება ინფორმაციის გაცვლისთვის და მსჯელობისთვის, იმ ძირითად პრიორიტეტებზე რაც ამ გამოწვევის გასამკლავებლად არის აუცილებელი.

„კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა და გამონაკლისი არც საქართველოა. ყოველდღიურად საქართველოში ეს პრობლემა უფრო მეტი სიცხადით დგება ჩვენს წინაშე და ამ გამოწვევის წინაშე ვდგებით“, – აღნიშნა გიორგი მღებერიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : ვერ ავუდივარ კოლეგების სამადლობელ სიტყვებს
შემდეგი სტატიარიმა ბერიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს