გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო
ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
ვიცე-პრემიერს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, გუო შენგკუნს
შეხვდება. შინაგან საქმეთა მინისტრი, თავის ჩინელ კოლეგასთან ერთად, ხელს
მოაწერს დოკუმენტს – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“, რაც ორ ქვეყანას
შორის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანი
პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

ჩინეთში ვიზიტის განმავლობაში, გიორგი მღებრიშვილი ასევე ეწვევა პეკინის
ტრანსპორტის მართვის ცენტრს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს შს მინისტრის ასეთი
მაღალი დონის სამუშაო ვიზიტი ამ დრომდე არ შემდგარა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჯუთაში კვლავ ხანძარია
შემდეგი სტატიაქობულეთში მეწყერის ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, რომელშიც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა