გიორგი მღებრიშვილი: ცენტრი უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი, საზღვრის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

მისი თქმით, ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა უნიკალური პროექტია და პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ტიპის სამაეთვალყურეო სისტემა საქართველოს საზღვარზე დაინერგა.

“დღეს, ჩვენ საქართველო-სომხეთის საზღვარზე ვხსნით ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრს. ელექტრონული დაკვირვების სისტემების მოწყობა უნუკალური პროექტია, რომლის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური უზრუნველყობს.

მისი მიზანია საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და კონტროლის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს”,- აღნიშნა გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა” წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და შესაძლო ძალადობა-მუქარის შემთხვევებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ეს ცხადია არის გაყალბება და მეორე ტურში ჩვენ ამას არ დავუშვებთ”