გიორგი მღებრიშვილი – ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება შეიძლება, შეინიშნებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არსებობს

ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება შეიძლება, შეინიშნებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არსებობს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

“ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება შეიძლება, შეინიშნებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე საფრთხე არსებობს. ჩვენ სწორედ იმიტომ ვრჩებით იმ ზონაში, რომ ნიადაგის გადამუშავება მოხდეს და ყველა კერა საბოლოოდ ლიკვიდირებული იყოს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში3 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა, კონტაქტური გახდა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალების” მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს ფარსს უწოდებს