გიორგი მღებრიშვილი: ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებს მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება აკონტროლებს.

მღებრიშვილის შეფასებით, ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა არის ცინიზმით და სისატიკით ჩადენილი დანაშაული, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება.

“ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ ვიტყვი. ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. საზღვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი აკონტროლებს, ასე რომ, საფრთხეები მოსალოდნელი არ არის”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

 

banner
წინა სტატიაშიკადიროვი: რუსეთთან ხუმრობა და თამაში არ ღირს
შემდეგი სტატიაიემენის უნივერსიტეტში ძლიერი აფეთქება მოხდა