გიორგი მღებრიშვილი – ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება

სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ სტიქიის ზონაში ჩასულმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სტიქიის ზონაში ჩასულმა გიორგი მღებრიშვილმა პირადად დაათვალიერა ყველა სარისკო მონაკვეთი. ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე დროში ლიკვიდაციისათვის ადგილზე სამაშველო ჯგუფების დამატებითი ჯგუფების მობილიზებას თბილისიდან, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ახორციელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება პირადი შურისძიების მოტივით გაუშვა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ