ლელომ და გახარიას პარტიამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება.
მე არ მინდა შევიდე ამ გადაწყვეტილების კრიტიკასა, თუ ქებაში (საკმარისი იწერება, განსაკუთრებით – კრიტიკა), თუმცა კარგია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ორაზროვნებისთვის ნაკლები ადგილი რჩება.
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, და არჩევნების შემდეგაც, აშკარა იყო, რომ დემოკრატიული ელექტორატი გაყოფილი იყო (სულ მცირე) ორ მსხვილ ჯგუფად. მე იმედი მქონდა, რომ ეს ჯგუფები მოახერხებდნენ შეთანხმებას – არა ერთობის სახით, არამედ – თუნდაც – მხოლოდ ერთიანი სტრატეგიის დონეზე: რადგანაც ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი დემოკრატიული ძალების გადასარჩენად. ეს არ მოხდა – უფრო მეტიც, ჩვენ მივიღეთ 4 ნაწილად დაყოფილი დემოკრატიული ფლანგი, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლაში ისევე (მეტად თუ არა) იყო ჩართული.
ახლა, დემოკრატიული სპექტრი ბუნებრივად დაიყო ორ ბანაკად – ვინც მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში, და ვინც ბოიკოტს უცხადებს. ოქტომბერში ვნახავთ, რომელი პოლიტიკური ნარატივი იქნება უფრო მისაღები დემოკრატიული ამომრჩევლის უმრავლესობისთვის: ბოიკოტისა, თუ რეჟიმის ელექტორალური დამარცხების.
თუმცა (და აქ უკვე ჩვეულებრივი მათემატიკა შემოდის) – თბილისში გასამარჯვებლად (გაყალბება რომც არ იყოს) საჭიროა 4-ივე ოპოზიციური პარტიის ხმები. ორი პარტიის ერთიანობისა და ელექტორატის სრული მობილიზების პირობებშიც კი, მოსალოდნელი დაბალი აქტივობის შემთხვევაში, თბილისში გასამარჯვებლად ოთხიდან 2ის ერთობა უბრალოდ არაა საკმარისი. გამარჯვებისთვის აუცილებელია 4ივე ძირითადი მოთამაშის სტრატეგიული თანამშრომლობა – სხვაგვარად, დაყოფილი, ოპოზიცია განწირულია და რეჟიმი იზეიმებს გამარჯვებას.
დანარჩენს – დრო გვაჩვენებს.
საბოლოოდ, მთავარი ამოცანა და ფოკუსი არ უნდა დაგვავიწყდეს – დემოკრატიული ძალების კოლექტიური გამარჯვება,-წერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა















