გიორგი მელაძემ „გირჩი“ დატოვა

13062271_270303619973873_7581188235689717038_nგიორგი მელაძემ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ დატოვა და არჩევნებში მონაწილეობას პარტია ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სახელით იღებს. ამის შესახებ მელაძე ფეისბუკზე წერს.
„პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

მოკლე განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვარ სიაში პარტია ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სახელით.

ეს ბლოკი არ შექმნილა ერთი არჩევნებისთვის. ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებში. მე მაქვს ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება და ვინც მიცნობს, იცის რომ ბევრი რამე მაქვს გაკეთებული თბილისისთვის და თბილისელებისთვის. ვაპირებ ჩემი გამოცდილება სრულად მოვახმარო ჩვენს ბლოკს, როგორც ამ საპარლამენტო ასევე მომავალი წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ღირსეულად წარსადგენად.

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე “გირჩის” გაერთიანება ამ ბლოკში იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება პარლამენტში გირჩის წარმომადგენლობის შესაყვანად.

ამიტომ საერთო მიზნებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად მოვედი პოლიტიკური გაერთიანების სახელმწიფო ხალხისთვის მენეჯმენტში, შესაბამისად დავტოვე ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”.

მჯერა რომ ჩვენი საერთო საქმისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება.”- წერს გიორგი მელაძე ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშისენაკის ”ქართული ოცნების” შტაბი საგონებელშია ჩავარდნილი
შემდეგი სტატიაპეტერბურგში “კანონიერი ქურდი” ალხაზ გუდაუთსკი დაიჭირეს