გიორგი მარგველაშვილს მაგდა პაპიძის შეწყალების თხოვნით მიმართავენ

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებულის დედამ ლიანა შამუგიამ და უფლებადამცველმა ოთარ ბექაურმა მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

ოთარ ბექაურის განცხადებით, მაგდა პაპიძეს საქმეზე მისი დაკავებისთანავე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია. მან შს მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს ბრალი დასდო იმაში, რომ მაგდა პაპიძის დაკავებიდან ერთ საათში, შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა. მისი თქმით, თალაკვაძემ დაწერა, რომ მეუღლისა და შვილის მკვლელი დაკავებულია. უფლებადამცველმა ასევე დაადანაშაულა ცოტნე გამსახურდია მაგდა პაპიძის მიმართ გაკეთებულ არასათანადო განცხადებებში, სადაც ის პაპიძის სახალხოდ ჩაქოლვას ითხოვს. ბექაურმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებშიც დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია. მისი თქმით, უნდა დაიწყოს აქციები და საქმის თავიდან გამოძიება.

“ფაქტები მაქვს და ხელახალ გამოძიებას ვითხოვ. სულხან მოლაშვილიც ეგონათ თავის დროზე, რომ დამნაშავე იყო, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ მსხვერპლი ყოფილა. მივმართავ ბატონ მარგველაშვილს – იქნებ, შეწყალებას მოაწეროს ხელი”, – განაცხადა ბექაურმა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ამაბლეის თბილისში გამართული სესია შეაფასა