გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში განსამწესებლად პარლამენტს ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით გირგვლიანის საქმეზე.
მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ანა დოლიძე ამ პოსტზე შეინარჩუნებს იმ პრინციპულობას, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლების დროს და საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს მას აღნიშნულ თანამდებობაზე.
ანა დოლიძე ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, 18:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: მზად ვარ, ვიყო ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ამ რეფორმის ფარგლებში