გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, საუბარია ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებზე.

განკარგულების თანახმად, არჩევნები გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, განკარგულებას უკვე დაეთანხმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

“2016 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება ( N 19/08/01) ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ. განკარგულების თანახმად არჩევნები გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, განკარგულება კონტრასიგნირებულია პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გამგებლებისა და მერის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობამ განაპირობა.

ამასთან, საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება.

banner
წინა სტატიაშიგენინსპექციამ სამეგრელ-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსი დააკავა
შემდეგი სტატიასაარჩევნო ბლოკმა, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” მაჟორიტარობის ახალი კანდიდატები წარადგინა