გიორგი მარგველაშვილმა პანკისის ხეობა უკვე დატოვა

news
ავტ.: news იანვარი 30, 2016 14:59

გიორგი მარგველაშვილმა პანკისის ხეობა უკვე დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პანკისის ხეობა უკვე დატოვა. გიორგი მარგველაშვილი სოფელ დუისში, ხეობის უხუცესებს და ადგილობრივ მოსახლეობა შეხვდა. შეხვედრაზე ხეობაში არსებულ სოციალურ პრობლემებთან ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზეც იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, ხეობაში, როგორც დანარჩენ საქართველოში, იდენტური პრობლემებია.

ირინა იმერლიშვილის თქმით, სერგეი ლავროვის განცხადება პროვოკაციაა და ხეობაში არანაირ კანონსაწინააღმდეგო დაჯგუფებები არ არიან, ხეობა კი სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ.

სერგეი ლავროვის განცხადებაზე გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი არ გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს ლავროვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთოს.

მარგველაშვილთან ერთად ხეობაში ამერიკის ელჩი იან კელი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი იმყოფებოდნენ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა ის პრობლემები, რომლებიც ხეობას აწუხებს და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს: ეს პრობლემებია კი უმუშევრობას და ხეობის გაზიფიცირებას უკავშირდება.

აშშ-ს ელჩის იან კელის თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ტერორიზმთან ბრძოლაში. იან კელის განცხადებით, როგორც ეს არაერთხელ თქვეს ქვეყნის პირველმა პირებმა, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, მეც გიდასტურებთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, პანკისის ხეობაში არანაირი ტერორისტული საწვრთნელი ბაზები არ არსებობს.

news
ავტ.: news იანვარი 30, 2016 14:59

Google სტატისტიკა


3,775
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics