გიორგი მარგველაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქარველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო, იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, როცა ასი წლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში მათ ღვაწლს ვიხსენებთ – ეს ნამდვილად მათი გამარჯვებაა.
“ყოველ წელს ჩვენ აქ მოვდივართ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაცემულ ჩვენს ვაჟკაცებს და აღვნიშნოთ, რომ ამ ადამიანებისათვის თავისუფლებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა.
პაპაჩემიც, დათიკო ტატიშვილიც ამ ბრძოლაში დაიღუპა და მის სახელსაც ვიხსენებ როცა აქ ამოვდივარ. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ასი წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს, ეს ნამდვილად მათი გამარჯვებაა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
იუნკერები, 1921 წლის თებერვალში, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებთან, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/905447536290187/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ხანძრს 35 წლის მამაკაცი ემსხვრეპლა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა