გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიალზე „მიმავალი პრეზიდენტის“ როლი განსაზღვრა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრძანებულებაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს, ცვლილება შეიტანა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებები „თანამედროვე კონსტიტუციურ რეალობას ასახავს“. ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეში დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რა ჩაიწერა ბრძანებულებაში, თუმცა ერთ-ერთი  ინფორმაციით, ერთ-ერთი ცვლილებით, გიორგი მარგველაშვილმა მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიმავალი პრეზიდენტის როლი განსაზღვრა. ცვლილება შევიდა დამსწრე პირთა სიაშიც.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში, ამ დრომდე მიმავალი პრეზიდენტის როლი განსაზღვრული არ იყო.

“პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში შევიდა ცვლილება, რომელიც გაწერილი იყო 2001 წელს. ამის შემდეგ საქართველოს კონსტიტუცია რამდენჯერმე შეიცვალა, ეს წესი იყო ძალიან მოძველებული და ვერ ასახავდა კონსტიტუციურ რეალობას. ამიტომ ეს ცვლილება მოვიდა შესაბამისობაში დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მარგველაშვილის და ახალარჩეული პრეზიდენტის შეხვედრით, განმტკიცდა ამ წესში, სადაც გაიწერა უკვე მიმავალი პრეზიდენტის ფუნქცია და როლი ინაუგურაციის პროცესში, როდესაც ხდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება. ეს ცვლილებაც გაგრძელებაა იმ ნაბიჯისა, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც მიმავალი პრეზიდენტი ცივილიზებულად გადააბარებს უფლებამოსილებას ახალარჩეულ პრეზიდენტს“, – განაცხადა საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწარსულს უნდა ჩავაბაროთ არასწორი წესების დროს დაზარალებული ადამიანების სია
შემდეგი სტატიააქცია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობა EBRD-ის ოფისთან შეიკრიბა