გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრ ვერშბოუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვლმა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

ვერშბოუს დაჯილდოვების ცერემონიალს ნატო-ს გენერალური მდივანი, ნატო-ს წევრი ქვეყნის ელჩები და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

მანამდე პრეზიდენტმა გაფართოებულ ფორმატში უმასპინძლა ნატო-ს გენერალურ მდივანს.

ამასთან, პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: გვჯერა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: პატრიოტიზმში არც სააკაშვილს და არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ შევეჯიბრები