გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

ევროკავშირის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ოფიციოზთან შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისა და ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხები.

როგორც ვიზიტის დაწყების წინ, პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთან მუშაობას.
,,საქართველოს შესრულებული აქვს ყველა ის მოთხოვნა, რაც გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით. განიხილება აღნიშნული საკითხი და ძალიან ახლოს ვართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან.” აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს 7 ივნისს შეხვდება
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პოლიტიკური აქტივობა განახორციელოს