გიორგი მარგველაშვილის კითხვები პროკურატურას – ადმინისტრაცია წერილს ასაჯაროებს

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ წერილს ასაჯაროებს, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა მთავარ პროკურატურას გაუგზავნა. წერილში ის კითხვებია მოყვანილი, რაც პრეზიდენტს სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებზე აქვს.
„საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადებებში არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, სამართალდამცავი ორგანოების და, მათ შორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის მისამართით, რათა, არსებულიმაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მომხდარიყო საზოგადოების სრულად ინფორმირება სისტემური დანაშაულის -წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების გამოძიებისშედეგების შესახებ. პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმულ კითხვებზე პასუხები არ გაცემულა. 2016 წლის 13 იანვარს, გაკეთებული განცხადებით თქვენ გამოთქვით მზადყოფნა, რომ აღნიშნულ კითხვებს გასცეთ პასუხები, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურად მოგმართავთ განცხადებით. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, წერილობით განგიმარტავთ პრეზიდენტის მიერ დასმული კითხვების შინაარსს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გთხოვთ, საზოგადოებასსაჯაროდ აცნობოთ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე:

1. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი?

2. აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება? თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება?

3. აღნიშნული მუხლებით რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში?

4. იმავე მუხლებით რამდენი პირია ბრალდებულად ცნობილი? (ვგულისხმობთ საქმეებს, სადაც პირი ცნობილია ბრალდებულად, მაგრამ სასამართლოში არ არის საქმე გადაგზავნილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.)

5. იმავე მუხლებით რამდენ საქმეზე მიმდინარეობს და რა ეტაპზეა გამოძიება?

6. რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით? რამდენი პირის მიმართ არის დაწყებული დევნა?“, – ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: მთავრობაში ცვლილებები უკვე განხორციელდა
შემდეგი სტატიათბილისის ანძა ლიტვის ეროვული დროშის ფერებში 21:00 საათამდე იქნება განათებული