გიორგი მარგველაშვილი: ზუგდიდს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

ზუგდიდს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ,ტელეკომპანია ,, ოდიშისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში სპეციფიურ რეგიონულ საკითხებზე საუბრისას.

,,დისკუსიები იყო ძალიან საინტერესო და შეეხებოდა ძალიან ბევრ საკითხს, მაგრამ, ზუგდიდში, ისევე, როგორც გუშინდელ შეხვედრაზე ბათუმში, წამოიჭრა ბევრი, რეგიონული სპეციფიკური საკითხიც.
ზუგდიდში საუბარი იყო თვითმმართველი ქალაქის სტატუსის თაობაზე და ძალიან ნათლად გამოჩნდა ზუგდიდელების სურვილი ზუგდიდს არ ჩამოერთვას ეს სტატუსი. მე ნათლად დავაფიქსირე და თქვენთანაც ვიმეორებ, რომ ეს მიმაჩნია აბსოლუტურად სწორად, რადგან ეს არის რეალურად გარანტია იმისა, რომ ზუგდიდი მენეჯერულად უფრო ეფექტურად იმართებოდეს და დემოკრატიამ უკეთ იმუშაოს.
მიმაჩნია, რომ ზუგდიდი, და არა მარტო ზუგდიდი, ის თორმეტი ქალაქიც, უნდა დარჩეს და კიდევ უფრო მეტი ასეთი რეჟიმის ქალაქი უნდა გაჩნდეს – მეტი თვითმმართველობა უნდა მივცეთ ქალაქებს.

პრეზიდენტი რეგიონის სპეციფიურ პრობლემებთან კონტექსტში შეეხო ოკუპაციის საკითხსაც.

,,სამეგრელოში, რომელიც ასე ახლოს არის ოკუპაციის ხაზთან და ამდენი დარტყმა მიიღო თავის თავზე სწორედ ოკუპაციის მიმართულებით, ისევ უნდა განვაცხადო, რაც არაერთხელ მითქვამს – საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც არის ასეთ დაძაბულ ვითარებაში რუსეთის ფედერაციასთან და როგორც ცოტა ხნის წინ ევროკავშირმაც ნათლად ჩამოაყალიბა , აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არის რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედება, ასეთ ვითარებაში ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლის შესუსტება, არის უბრალოდ ვითარების სწორად ვერგაგება.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რამდენად რთულ ვითარებაში ვართ – ეს ესმით ზუგდიდში, ეს ესმით გორში, იმ ქალაქებში, რომლებმაც 2008 წელს განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღეს, და ეს უნდა გაიგონ თბილისშიც – უმაღლესი მთავარსარდალი სჭირდება ჯარს, ამასტან ქმედითი უაღლესი მთავარსარდალი. კონსტიტუციაში ეს სტატუსი არ უნდა შეიცვალოს – განაცხადა  ტელეკომპანია “ოდიშთან” გიორგი მარგველაშვილმა

https://youtu.be/duNGw2RIjTI

 

banner
წინა სტატიაში“ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება”- გიორგი მარგველაშვილი (Video)
შემდეგი სტატია“ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ არის არაფორმალური მმართველობა და ვერც იმას, რომ არ არის”