გიორგი მარგველაშვილი – ვფიქრობ, არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა

ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონელი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, თუ როგორ შეაფასებდა ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

პრეზიდენტმა საარჩევნო სისტემის პრობლემებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა რომ უნდა ჩამოყალიბდეს საარჩევო სისტემა, რომელიც გადაიზრდება პოლიტიკურ პლურალიზმში.

„დაახლოებით 10 დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა არჩევნებში, მოიგო ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე. ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, რომ ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ამ გარემოში, როცა არის კონკურენცია და ერთი პარტია ყოველთვის იმარჯვებს უმრავლესობით, ეს არის თუ არა კარგი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის დემოკრატიის მიზანი. დემოკატია ნიშნავს კონკურენციას. ევროპული დემოკრატია ნიშნავს, როცა სახელმწიფოში სულ მცირე სამი ან ოთხი ძლიერი პარტიაა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა. ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ცდილობს უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარები დააწესოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი მებრძოლი მოკლეს
შემდეგი სტატიაოჯახის ინფორმაციით, საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს