გიორგი მარგველაშვილი: ვანო მერაბიშვილის შეწყალების თემას არ განვიხილავ

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, კონსტიტუციური უფლების გამოყენებას არ აპირებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მას შემდეგ, რაც ის სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს შეხვდა და პატიმრის მდგომარეობას უკეთ გაეცნო, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილის შეწყალების თემას არ განიხილავს.

“ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა ადმინისტრაციიდან. პასუხი არის ძალიან ნათელი, რომ ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: არანაირი სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებული არ არის
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა და თუ ჩამოვა, მას დააკავებენ