გიორგი მარგველაშვილი : მე ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ-იორკის ბირჟას და გადაცემას “ვის უნდა 20 ათასი”

“ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ ორკის ბირჟას, ვაკონტროლებ გადაცემას “ვის უნდა 20 ათასი”,- ასე უპასუხა პრეზიდენტმა ირაკლი კოპახიძის განცხადებას.

პრეზიდენტის აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან მოდის ამ ტიპის დაუზუსტებელი ინფორმაციები.

“არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები აწვდიან ამ ინფორმაციას სხვადასხვა თანამდებობის პირებს. სერიოზულად თუ გავცემ პასუხს, ვიტყვი, მნიშვნელოვანია, რომ როგორც აქ ვახერხებთ ერთმანეთთან საუბარს, ასეთი საუბრები შედგეს პოლიტიკოსებს შორის. მნიშვნელოვანია, იყოს კრიტიკა, მსჯელობა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ის თურქული კომპანიები დაასახელა, რომლებმაც ISIS-ს ქიმიური ნივთიერებები მიჰყიდეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასთან კედელის აშენების წინადადებით გამოდის