გიორგი მარგველაშვილი – უმნიშვნელოვანესია, ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს – აგრესორი, ოკუპაციას – ოკუპაცია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2018 20:00

გიორგი მარგველაშვილი – უმნიშვნელოვანესია, ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს – აგრესორი, ოკუპაციას – ოკუპაცია

მნიშვნელოვანი

  • გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთმა მეორედ ამ დროს განახორციელა და ამ მოვლენებიდან 10 წლის შესრულდა.

სხვა სტატიები

გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში XIV საერთაშორისო ფორუმი „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ გახსნა და სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში უსაფრთხოების გამოწვევებზე და საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს როლზე გაამახვილა.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა 25 წლის წინ სოხუმის მოვლენების გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა, რადგან სწორედ ამ დღეს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ქალაქი სოხუმი.

გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთმა მეორედ ამ დროს განახორციელა და ამ მოვლენებიდან 10 წლის შესრულდა.

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ტიპის საერთაშორისო შეკრებები არის კარგი საშუალება მეგობარ ქვეყნებთან ერთად საერთო ღირებულებებზე, ქვეყნების მომავალზე და უსაფრთხოების საკითხებზე სამსჯელოდ.

საერთაშორისო ფორუმი ნიუ იორკში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა გახსნა. მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებაზე ცვალებად სამყაროში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყოფილმა ლიდერებმა იმსჯელეს.

“დღეს, ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებული დღეა, რადგან ზუსტად 27 სექტემბერს, 25 წლის წინ, ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე იდგა რუსული არტილერიის მიერ დაბომბილი ქალაქ სოხუმის ქუჩებში და ეს იყო ქალაქის დაცემის დღე. სწორედ ამ დღეს, ის მიმართავდა საერთაშორისო საზოგადოებას და თხოვდა დახმარებას, რომ ტრაგედია არ მომხდარიყო. ეს მოხდა ზუსტად 25 წლის წინ და მე ვსაუბრობ იმ პოლიტიკურ ლიდერზე, რომელიც იყო ცივი ომის დასასრულის ერთ-ერთი არქიტექტორი. საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ლიდერი ითხოვდა მხარდაჭერას მისი სამშობლოდან, რომელიც იმ დროს იბომბებოდა. მოგვიანებით, 2008 წელს, უკვე ჩემი სხვა წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე ითხოვდა მხარდაჭერას, რადგან რუსული არტილერია და ახლა უკვე ავიაციაც ბომბავდა და ახდენდა ჩემი ქვეყნის ოკუპაციას. ათი წელი გავიდა ამ შემთხვევიდან. რასაც მოველი ამ შეხვედრიდან ეს არის, რომ ყველაფერს შესაბამისი სახელი დავარქვათ. დისკუსიის კარგი დასაწყისია, როდესაც ვერთიანდებით საერთო ტერმინებისა და მიდგომების გარშემო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვერთიანდებით ისეთი ღირებულებების გარშემო, როგორიცაა კანონის უზენაესობა და საერთაშორისო თანამშრომლების პრინციპები. უმნიშვნელოვანესია ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს – აგრესორი, ოკუპაციას – ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზს – საოკუპაციო ხაზი და არა სასაზღვრო ხაზი. ეს არის ის ტერმინები და სიტყვები, რომლებიც ერთმანეთთან უფრო გვაახლოებს და ჰქმნის ჩვენს ერთობას და უკეთესი მომავლის შექმნის საშუალებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2018 20:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,702
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics