გიორგი მარგველაშვილი: წელს არის პირველი არჩევნები, როდესაც არ არის ზედმეტი დაძაბულობა

ვიმედოვნებ, რომ 8 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავში სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ კურსელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, “წელს არის პირველი არჩევნები, როდესაც არ არის ზედმეტი დაძაბულობა, ერთმანეთს არ ვუპირისპირდებით ხელისუფლება და ოპოზიცია”.

“ამ არჩევნებზე თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაითავისოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება და საარჩევნო ყუთთან დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. სწორედ ამ ამაღელვებელ დღეს, როდესაც თქვენ გახდით სტუდენტები, მილოცვასთან ერთად მინდოდა გამეზიარებინა თხოვნაც და გამომეთქვა იმედი, რომ თოთოეული თქვენგანი მივა საარჩევნო უბნებზე და თქვენთან ერთად მივლენ თქვენი ახლობლებიც, მეგობრებიც. თქვენ იქნებით ის ელჩები დემოკრატიისა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებთ აქტიურად პოლიტიკაში ჩართვისკენ. ვიმედოვნებ, რომ 8 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მიწოდებაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიათსუ-ს რექტორობის ყოფილი კანდიდატები აკადემიური საბჭოს არჩევანს არ ეთანხმებიან