გიორგი მარგველაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეხმიანება. სპეციალური განცხადება მარგველაშვილმა დღეს გამოაქვეყნა.

“თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებისას სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, თითოეულ ინდივიდს, მიუხედავად სხვათაგან განსხვავებულობისა, ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია. ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად, “- წერია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტოლერანტობა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის უწყვეტი ტრადიციაა, ხოლო საუკუნეების განმავლობაში ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა თუ სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანები.

ამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ტრადიციებმა ახალ დროში ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რომ საქართველო მუდამ იყოს ისეთი, როგორადაც მას დიდი ილია აღწერს: მშვიდობის – მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის,- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“გუგავას მაგივრად თბილისის მერად ქურდი მოვიდა, საკრებულოს თავმჯდომარედ კი ქურდის შვილი”- ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაზაქარიაძეზე, შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა