გიორგი მარგველაშვილი: თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.
სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ.

საქართელოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი

banner
წინა სტატიაშისამივე პრეზიდენტმა, აქედან ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, თავისი მოღვაწეობა რევოლუციის საფუძველზე დაამთავრა
შემდეგი სტატიაპარლამენტთან გამართული აქციის დროს პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა