გიორგი მარგველაშვილი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას მეტი ძალისხმევა მოახმარონ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”დღეს მე მინდა ხაზგასმით მოვუწოდო კავკასიის რეგიონის კონტექსტში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიმუხტოს ის გარემო, რომელიც არის აქედან სულ რამოდენიმე ასეულ კილომეტრში და დიპლომატიური წყაროებით და ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობის და კონფლიქტის ნეიტრალიზება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video)გაურავ ჩოპრას ცეკვამ ჟიური მოხიბლა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება