გიორგი მარგველაშვილი: შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვა ნატო-ს კონტექსტში მნიშვნელოვანია

news
ავტ.: news ივნისი 27, 2016 18:16

გიორგი მარგველაშვილი: შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვა ნატო-ს კონტექსტში მნიშვნელოვანია

შავი ზღვის უსაფრთხოება არის თემა, რომელიც ჩვენ არაერთხელ წამოგვიწევია უმაღლესი დონის შეხვედრებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი რეგიონია, შავ ზღვაზე რეალურად ევროპისა და აზიის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დგება.

„შავი ზღვის უსაფრთხოება არის თემა, რომელიც ჩვენ არაერთხელ წამოგვიწევია უმაღლესი დონის შეხვედრებზე, დაწყებული 2014 წლიდან. ამ თემას მხარს ვუჭერდი არაერთ ფორმატში. რა თქმა უნდა, აქ ალტერნატივაზე არ არის საუბარი. შავი ზღვა თავისთავად უმნიშვნელოვანესი რეგიონია. შავ ზღვაში რეალურად ევროპისა და აზიის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დგება. შავი ზღვა არის პორტი 14 -დან 8 განვითარებადი ქვეყნისათვის აზიის რეგიონში, აქედან გამომდინარე, დაცულობა და სტაბილურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ეს საკითხი და ამ საკითხის ნატო-ს კონტექსტშიც განხილვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ადეკვატურია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

news
ავტ.: news ივნისი 27, 2016 18:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics