გიორგი მარგველაშვილი : საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი

news
ავტ.: news ივნისი 30, 2016 19:29

გიორგი მარგველაშვილი : საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი

“საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი. ჩვენ ამ კულტურული და ცივილიზაციური გარემოს წევრები ვართ და ამ სიბრტყეში ყველაზე სტაბილურობის მომტანი არის ნატო”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ იოახიმ გაუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის პოზიცია, რომ ქართული საზოგადოება არის ევროპული ერი, ევროპული საზოგადოება და საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნადაა მიჩნეული, მოხარული ვარ, რომ ამის განცდა გაზიარებულია. ბუნებრივია, ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ნატო არის ყველაზე სტაბილური უსაფრთხოების ფორმატი, სადაც ერთიანდებიან ჩვენი ღირებულების მსგავსი ქვეყნები.

„სხვა ასეთ მსგავს ფორმატს ვერავინ დამისახელებს, სადაც ერთიანდებიან ქვეყნები, ვის ღირებულებებსაც ჩვენ ვიზიარებთ და ამავე დროს, ისინი ყველაზე სტაბილურ უსაფრთხოების ფორმატს ქმნიან. შესაბამისად, საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი. ჩვენ ამ კულტურული და ცივილიზაციური გარემოს წევრები ვართ და ამ სიბრტყეში ყველაზე სტაბილურობის მომტანი არის ნატო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ბუნებრივია, რომ ისეთი მცირე ზომის ქვეყანას, როგორიც არის საქართველო და აგრეთვე ქვეყანას, რომელიც ასეთ სტრატეგიულ და რთულ რეგიონშია, აქვს მისწრაფება სტაბილურობის გაღრმავებისა თავის პარტნიორებთან ერთად”.

news
ავტ.: news ივნისი 30, 2016 19:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics