“პრინციპულად მიუღებელია ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და თავისთვის წაიღოს” – პრეზიდენტი საკონსტოტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს

გადაუნაწილებელი ხმების წაღება გამარჯვებული ძალების მიერ ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სულხან საბას უნივერსიტეტში ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში საუბრისას განაცხადა.

”არ შეიძლება ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და წაიღოს თავისთვის. აქ დაიწყო საუბარი, რომ მთლიანად ნუ წაიღებს, ცოტა წაიღოს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ბევრს წაიღებს თუ ცოტას, მითვისება მითვისებაა. ეს არ არის ჩემთვის მისაღები პრაქტიკა და ცუდ იმპულსებს მისცემს საზოგადოებას. ორი წელია საუბარია იმაზე, რომ დაიცავი შენი ხმა, არ წაგართვან ხმები, არ მოგატყუონ და უცებ გეუბნებიან რომ შენ, რომელ პარტიასაც მიეცი ხმა, მან ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და ის ხმები მიაქვს სხვას. ეს პრინციპულად მიუღებელია არა მხოლოდ საარჩევნო ტექნოლოგიით, არამედ მორალური თვალსაზრისითაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები: ვალერი გელაშვილის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში იყო
შემდეგი სტატიამშვიდობიანი მოქალაქეები ხელისუფლებამ მიატოვა – ომბუდსმენი