გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ეძებს დეოკუპაციის გზებს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვლის განცხადებით, ქვეყანა არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, ის ეძებს დეოკუპაციის გზებს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების და მათ შორის, საქართველოს დასჯა იმ მცდელობებისათვის, რომელიც დასავლური ინტეგრაციის გზით აქვს.

“ესაა გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის NATO-სთვისაც. საერთო უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაში, ერთიანი უნდა ვიყოთ. ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის, იმ ქვეყნის, რომელთანაც ჩვენ გვაქვს სირთულეები, იმ ქვეყნის, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიბის ოკუპაცია, ანუ რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა, ვერ იქნება მიღწეული საქართველოს, ან რომელიმე მეზობელი ქვეყნის ოკუპაციის გზით.

21-ე საუკუნეში, ადამიანებს შორის გამყოფი კედლების აგება არის არაბუნებრივი და არარეალისტური. ამ კონფრონტაციას არ აქვს შედეგი. ყველა მხარე წაგებულია. ოკუპაციით, რუსეთმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, რომელიც დინამიურად ვითარდებოდა და ვითარდება რეგიონში.

საქართველოს ოკუპაციით ვერ მოიგეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგანაც მათ გაურკვევლი პერსპექტივა აქვთ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთმა თავის თავს მიაყენა დარტყმა, საერთაშორისო იმიჯის თვალსაზირისთ. საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“მჯერა, 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის”
შემდეგი სტატია“თქვენ NATO-ს ახლო პარტნიორი ქვეყანა ხართ, რომელიც ალიანსში გაწევრებისკენ ისწრაფვის”