გიორგი მარგველაშვილი : საქართველო არა მხოლოდ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი, არამედ ევროპის შემადგენელი ნაწილია

საქართველოს პრეზიდენტი “ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეწევიან.
პრეზიდენტის თქმით საქართველო მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი კი არ არის, არამედ ევროპის შემადგენელი ნაწილია, მარგველაშვილის განცხადებით ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს მხოლოდ ურთიერთობას ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან და ურთიერთობა ევროპის ყველა ქალაქთან უნდა გაღრმავდეს.

„წინა წელი სავსე იყო გამოწვევებით, იყო პრობლემა, მაგრამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რაც რეალობაშია. თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები უკან დახევას ნიშნავს, ვიცოდეთ და ვიაზრებდეთ იმას, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ ყველა ის შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც გვაძლევს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული ტრანზიტული შესაძლებლობები, რომელიც ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აბრეშუმის გზა და რეგიონული თანამშრომლობის ისეთი პროექტები, როგორიც გვიქმნის შესაძლებლობას მეტი პარტნიორი მოვიზიდოთ ქვეყნის გარეთ, მეტი ქვეყანა დავარწმუნოთ საქართველოს სტაბილურ განვითარებაში, პოტენციალის გაზრდაში. ჩვენ ვართ ამავე დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა. ეს ლიდერობა უკვე ასახულია იმ შეთანხმებაში, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ამასთან, ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს მხოლოდ ურთიერთობას ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპის ყველა ქალაქთან. ჩვენ ასევე უნდა დავაკვირდეთ ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყოველწლიური შეხვედრა – ამბასადორიალი გაიხსნა
შემდეგი სტატიაბინალი ილდირიმი : თურქეთის მმართველი პარტია ოპოზიციასთან ერთად ახალ კონსტიტუციაზე იწყებს მუშაობას