პრეზიდენტმა საკონსიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესთავაზა დახმარება – არის თუ არა, მყისიერი ჩარევა საჭირო ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

margvelashviliსაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ესაუბრა გიორგი პაპუაშვილს და ვითარებას გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამრთლო. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი.

შესაბამისად, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენას და მასზე ზემოქმედებას შეეხება.

პრეზიდენტმა საკონსიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესთავაზა დახმარება – არის თუ არა, მყისიერი ჩარევა საჭირო ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამის საჭიროება დღეს არ არის. ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებიან და განცხადების დეტალებთან და საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება“, – განაცხადა საპარლამენტო მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება პრემიერმინისტრი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა