გიორგი მარგველაშვილი: საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელიწადია დაკავებულია პარტია “ქართული ოცნება”

“საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელიწადია დაკავებულია პარტია “ქართული ოცნება” და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი, გრძელდება”, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს.

ეს უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. აქვე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს პირადად შარლ მიშელის ავტორიტეტზე, მის პოლიტიკურ წონაზე სერიოზული დარტყმაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის რაც უნდა დავინახოთ ამაში ქართველებმა – ხვალ და ზეგ რომ ჩაგიწერონ კონსტიტუციაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პირი, რომელიც პირადად ასახელებს პრემიერებს დ ეს მოგაწოდონ, როგორც საქართველოს კონსტიტუცია და კანონი, ამას დღეს თუ გავატარებთ მშვიდად და წყნარად და ამას რაღაცა პოლიტიკურ განმარტებებს მივცემთ, ეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი
ანულირებულად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშივითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: როგორც ჩანს, ეს დიქტატურა აგვისტოში თავის მსუსხავ ხელს კიდევ ბევრჯერ გამოყოფს