გიორგი მარგველაშვილი: საარჩევნო წელიწადმა ხაზი უნდა გაუსვას საქართველოში დემოკრატიის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ამ საარჩევნო წელიწადმა ხაზი უნდა გაუსვას საქართველოში დემოკრატიის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს. ამის შესახებ მან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომელიც ავლაბრის სასახლეში გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებით მიმდინარეობს.

“ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდეს საინტერესო დისკუსია. გვსურს მადლობა გადავუხადოთ გაერო-ს განვითარების პროგრამას ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ჩვენ ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში – შევდივართ საარჩევნო წელიწადში, რომელმაც ხაზი უნდა გასუვას საქართველოში დემოკრატიის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს. შესაბამისად, საუბრები ამ და სხვა თემებზე ყოველთვის მისასალმებელია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “სხვა ქვეყნებთან საქართველოს პარტიორობის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებისა და დისკუსიებისთვის ყოველთვის ღია იქნება”.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის ამ სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია
შემდეგი სტატიაგაფიცული ექიმები ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდნენ