გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს კოალიაცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ იქნება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს კოალიაცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ იქნება. როგორც მარგველაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა, ის ზოგადად სახელმწიფოს და დემოკრატიულ პროცესს მიეხმარება, რაც პრეზიდენტს ევალება.

პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება

“მე რომ არ გავმხდარიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ვიქნებოდი რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, მაგრამ ახლა მე არ შემიძლია ვიყო რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი. მე ვალდებული ვარ ვიყო საარჩევნო სისტემის, დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების მხარდამჭერი. ასე რომ, მე მივეხმარები სახელმწიფოს და დემოკრატიულ პროცესს”, – განაცხადა პრეზიდენტმა. რაც შეეხება უშუალოდ მომავალ არჩევნებს, ქვეყნის პირველი პირი იმედოვნებს, რომ ჩვენ ვნახავთ არა მუშტი-კრივს, დაპირისპირებას, შანტაჟს და შავ პიარს, არამედ შეჯიბრებას, რომ უკეთესად ვემსახუროთ სამშობლოს. “მე ნათლად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნის დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის განვითარების მიზნებს სჭირდება არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე სერიოზული მოთამაშე. ჩვენ უნდა ვნახოთ არა მუშტი-კრივი, არა დაპირისპირება, არა შანტაჟი, არა შავი პიარი, არამედ აზრთა შეჯიბრება, რომ უკეთესად ვემსახუროთ სამშობლოს”, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. გიორგი მარგველაშვილს შეკითხვა მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებითაც დაუსვეს, თუმცა არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და მხოლოდ ზოგადად აღნიშნა, რომ საკუთარ თავს ქვეყნის სამსახურში ხედავს.

banner
წინა სტატიაშიავტომობილის დაჯახების შედეგად მოზარდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგამოძიებო უწყებას 8 ათას გვერდამდე დოკუმენტური მასალა გადაუგზავნა