გიორგი მარგველაშვილი: ქართველი ოლიმპიელები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ წარმატებას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართლველ ოლიმპიელებს ბრაზილიაში წარმატება ისურვა.

როგორც დღეს გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიელების ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე განაცხადა, ქართველი ოლიმპიელები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ წარმატებას.

“მე მინდა გისურვით მხნეობა, წარმატება და რაც მთავარია გამარჯვება. დღეს იბრძვის ორი მსოფლიო, ერთი არის ის ბოროტება, რომელიც გუშინ ვნახეთ და არ შემეძლო ამაზე არ მესაუბრა, ასე დამალულად, ფარულად, ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს. ამის საპირისპიო რეალურად ალბათ ყელაზე მეტად ხართ თქვენ, ადამიანები ვინც თავის ძალით შემართებით, ღიად და ჭეშმარიტად ასპარეზობთ და სპორტულ წარმატებას და შეჯიბრებას აჩვენებთ მთელს მსოფლიოს, მთელი მსოფლიო შეგხედავთ და მეთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს ჰიმნს. დარწმუნებლი ვარ, არაერთხელ წინასწარ გილოცავთ გამარჯვებას და მეც თქვენთან ერთად ვიქნები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიუნხენში მყოფი ყველა ქართველი უვნებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატია“პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრის შემდეგ მეტი დეტალი გახდება ცნობილი”