გიორგი მარგველაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზღვარი წაშალა

ხომ უნდა გასცდეს ქართული პოლიტიკა სოფლის ორღობის ჭორაობას და გადავიდეს რაიმე უფრო ღირებულზე? – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „TV 25“-ის ეთერში, თორნიკე რიჟვაძის მამის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა. თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთია, ვისი კანდიდატურაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება

„ჩვენ ხომ რეალურად მივედით იმ კომიკურ სიტუაციამდე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წევრებიც „ქართულ ოცნებაშიც“ არიან და „ევროპულ საქართველოშიც“, დღეს ვიღაცას უყენებს კომპრომატად იმას, რასაც თავად ეს პოლიტიკური ძალა აშავებდა. როდესაც მე რაღაცას ვაკეთებდი ცუდად, მე ვძალადობდი და ჩემსავე ცუდ საქციელს თქვენ წამოგაძახებთ – ეს ხომ საერთოდ პოლიტიკური აჯაფსანდალია. ეს აჯაფსანდალი იმიტომ მოხდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წაშალა ზღვარი თავის თავსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ქართული ოცნება“ ხომ დაკომპლექტდა „ნაციონალური მოძრაობით“? ამ ფონზე მამის საქციელის წამოძახება შვილზე, რომელ მორალურ კრიტერიუმში ჯდება? ხომ უნდა გასცდეს ქართული პოლიტიკა სოფლის ორღობის ჭორაობას და გადავიდეს რაიმე უფრო ღირებულზე?,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს, ახალაიას, კეზერაშვილს, ბოკერიას მეც შევიყვანდი სიაში – ადა მარშანია ოკუპირებული აფხაზეთის მიერ სიის გამოქვეყნებაზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს