გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებასა” და საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა პარტიას კონსულტაციებს სთავაზობს.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გააკეთა.

“მოგეხსენებათ, საქართვლოს პარლამენტის უმრვალესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდნენ არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია.
ამ დროისთვის, ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილვევლად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ, 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში”,-აღნიშნა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა (+ვიდეო)