გიორგი მარგველაშვილი : პრეზიდენტი ქართველი ადვოკატების გვერდით დგას, როგორც პიროვნულად, ისე ინსტიტუციური გარანტიებით

ადამიანის უფლებების დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს კონსტიტუცია, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში ამას ახორციელებთ თქვენ, ადვოკატები,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც თსუ-ს პირველ კორპუსში მიმდინარეობს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

„შეუძლებელია, სახელმწიფომ მოახერხოს დემოკრატიული საზოგადოების შენება, თუ ამ სახელმწიფოში არ არის დაცული თითოეული ადამიანის უფლება. ადამიანის უფლების დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს კონსტიტუცია, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში ამას ახორციელებთ თქვენ, ადვოკატები, იცავთ მათ უფლებებს, რათა იგრძნონ, რომ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრობენ“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ადვოკატებმა უნდა დაიცვან ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომლის წინააღმდეგ ხშირად ორგანიზებულია საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ ადვოკატის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვან და ფილოსოფიურად გამართულ კონცეფციაზეა აგებული.

„თქვენი საქმიანობა გამომდინარეობს იქედან, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე ნათლად თეთრი და ნათლად შავი, არამედ ყოველთვის არსებობს რაღაც მიზეზები, რომლებიც ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აძლევს უფლებას, ქონდეს თავისი სიმართლის მტკიცების უფლება. ეს არი ფუნდამენტი ჩვენი მსოფლმხედველობის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ადვოკატები არიან თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები, რაშიც ღრმა აზრი დევს.

„თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები საზოგადოებაში უნდა იცავდნენ თავისუფალი ადამიანების უფლებებს. პრეზიდენტის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ადვოკატთა ასოციციაციასთან; პრეზიდენტი ქართველი ადვოკატების გვერდით დგას, როგორც პიროვნულად, ისე იმ ინსტიტუციური გარანტიებით, რომელზეც დგას ჩვენი კონსტიტუცია, საკანონმდებლო სისტემა“,-განაცხადა გიორეგი მარგველაშვილმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის კონფერენციას საერთაშორისო ადვოკატთა გაერთიანებების 30-ზე მეტი წარმომადგენელო ესწრება.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
შემდეგი სტატია20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა