გიორგი მარგველაშვილი – პრეზიდენტებს ბოტოქსების, მასაჟისტების და სუშის ქვითარის გამო არ იჭერენ

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2016 11:16

გიორგი მარგველაშვილი – პრეზიდენტებს ბოტოქსების, მასაჟისტების და სუშის ქვითარის გამო არ იჭერენ

მნიშვნელოვანი

  • "ამ დოკუმენტების საფუძველზე ნაწარმოები პიარი იმით დაგვისრულდა, რომ არც სააკაშვილი იძებნება და არც ადეიშვილი", _ ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ კითხვას, თუ რატომ არ ხსნიდა გრიფით საიდუმლოს მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას.

სხვა სტატიები

“ამ დოკუმენტების საფუძველზე ნაწარმოები პიარი იმით დაგვისრულდა, რომ არც სააკაშვილი იძებნება და არც ადეიშვილი”, _ ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ კითხვას, თუ რატომ არ ხსნიდა გრიფით საიდუმლოს მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მან თავიდანვე იცოდა, რომ ეს საქმე ცუდად დამთავრდებოდა.

“პრეზიდენტებს არც ერთ ქვეყანაში სუშის ქვითრისთვის არ იჭერენ. არც ბოტოქსებისთვის, არც მასაჟისტების ჩამოყვანისთვის და არც პიჯაკების შეძენისთვის. ქვითრებით ვერავინ დაიჭირეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეს რომ გავიდა, შედეგი ყველამ ვნახეთ. თან ეს ეხებოდა ადამიანს, რომელზეც ჩვენ გვქონდა სერიოზული ბრალდებები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ხალხი იყო ნაწამები, ტელევიზიები და მიტინგები იყო დარბეული და ამ დროს საბუთი მიგვაქვს, რომ ამ ადამიანმა სუში ჭამა. ეს იყო არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესი, რომლის შედეგებზეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ იმსჯელოთ – აღარავის ეძებენ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2016 11:16