გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკოსი უნდა ვაიძულოთ, ხალხის სასარგებლოდ იმუშაოს

არჩევნებზე წაუსვლელობით ადამიანები ხელს აწერენ უუნარობას და მონობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისის პირველ სკოლაში, საჯარო ლექციაზე განაცხადა.

რგოროც პრეზიდენტმა აღნიშნა, საარჩევნოდ ყველა პოლიტიკოსი მზადა არის, ისაუბროს, ამიტომ ხალხმა უარი კი არ უნდა თქვას მასთან საუბარზე, არამედ უნდა დაუჯდეს და ალაპარაკოს.

„მაგალითაც, 60 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ არჩევნებზე არ აპირებს მისვლას. რეალურად ეს ხალხი ხმას აძლევს შაავბნელ ძალას, რომელიც მას სამართავად გამოიყენებს. მერე ეს ძალა მოგვიბრუნდება და გვკითხავს, რა ნიშნით მთხოვ დემოკრატიას? რა ნიშნით მთხოვ მედიის თავისუფლებას? შენ არ აგირჩევივარ მე. იმის მიუხეადავად, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი, ის უნდა ვაიძულოთ, ჩვენ სასარგებლოდ იმუშაოს. საარჩევნოდ ყველა პოლიტიკოსი მზად არის, ისაუბროს, ამიტომ ხალხმა უარი კი არ უნდა თქვას მასთან საუბარზე, არამედ უნდა დაუჯდეს და ალაპარაკოს – რის გაკეთებას აპირებს, უნდა ალაპარაკოს არა ლოზუნგებით, არამედ უნდა კითხოს, რას აპირებს, როგორ აპირებს. მაგრამ, თუ ასე არ გააკეთებს და, უბრალოდ, უარს იტყვის არჩევნებზე წასვლაზე, მაშინ ის მოაწერს ხელს უუნარობას. სახლში დაჯდომით ის ხელს აწერს მონობას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილი: ბატონი დავითის ნათქვამი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით რეფერენდუმი ხელახლა უნდა ჩატარდეს