გიორგი მარგველაშვილი პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს.
“თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 38 წლისთავს.
უკვე არაერთი ათწლეულია ხელთ გიპყრიათ ქვეყნის სულიერი ცხოვრების საჭე და ბრძენ მეგზურს წარმოადგენთ ყველა ჩვენგანისათვის.
ამ შესანიშნავ დღეს ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებსაც. შინაგანი სიმშვიდე, პიროვნული სრულქმნა, თანამოძმეთა სიყვარული, ქვეყნისათვის მსახურება – ფასეულობები, რომელთაც თქვენი ცხოვრებით ამკვიდრებთ, უნივერსალურია, ამიტომ თქვენი ღვაწლი ყველა ჩვენგანის საკუთრებაა.
გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელ ცხოვრებას იმ დიდი მისიის აღსასრულებლად, რასაც ერის სულიერი მოძღვრობა გაკისრებთ”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: გიორგი კვირიკაშვილი უფრო შეგნებული ადამიანია და ამჩატებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრად შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი დაინიშნოს