გიორგი მარგველაშვილი: მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, დროებით უნდა შეჩერდეს

“გირგვლიანის შესწორებების“ პასუხი იყო იმ მოსამართლეების დამტკიცება, რომელიც ჩვენ ორი დღის წინ ვნახეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს და იუსტიციის საბჭოს მიმართავს, ვიდრე “გირგვლიანის შესწორებები“ კანონად არ იქცევა, იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა შეაჩეროს.

“გირგვლიანის შესწორებებს“ სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პარლამენტში. ვიდრე არ იქნება „გირგვლიანის შესწორებები“ შესული ძალაში როგორც კანონი, მათ შორის დაფუძნებული იმ პოლიტპატიმრების სიაზე და იმ ხალხზე ვინც მიბმულია ამ სიასთან, იქამდე უნდა გავაჩეროთ სამუდამო დანიშვნები იუსტიციის საბჭოში. დავნიშნოთ სხვა მოსამართლეები ახალი ვადით. სამუდამო დანიშვნები გავაჩეროთ. “გირგვლიანის შესწორებები” უნდა იქცეს კანონად და სისტემის გაჯანსაღება უნდა დაიწყოს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ 44 მოსამართლე 22 თებერვალს დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით
შემდეგი სტატიამოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში გაიმართა