გიორგი მარგველაშვილი მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის ფაქტს Twitter-ზე ეხმიანება

margvelashvili

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანაგრძნობას უცხადებს მიუნხენში მომხდარი ტერორისტული აქტისას დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას გამოვხატავს გერმანელი ერის მიმართ.

,,ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ.
ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიუნხენის პოლიცია ცხელი ხაზის ახალ ნომერს აქვეყნებს-0800 776 6350
შემდეგი სტატიამსხვერპლის რაოდენობა 8-მდე გაიზარდა-ვრცელდება ახალი ვიდეოც