გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის ცვლილებისათვის საფუძვლის ჩაყრა უვადოდ გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას სასამართლო სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის ცვლილებისათვის საფუძვლის ჩაყრა უვადოდ გადაიდო.

„სასამართლო სისტემა მართლაც ძალიან რთულია რეფორმისთვის და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ და სწორიც იქნებოდა, რომ არ გვქონოდა იმის ამბიცია, რომ ეს ერთ დღეში მოხდება, მაგრამ სასამართლო სისტემის ცვლილებისათვის საფუძვლის ჩაყრა ჩვენი საერთო ვალდებულება იყო.

ჩვენ რა ვუქენით ამ ვალდებულებას ბოლო დანიშვნებით და იმ პროცესით, რომელიც წარვმართეთ? – უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი“, – განაცხადა პრიზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი : უცნაური შეფასებები მოვისმინეთ მარგველაშვილისგან, თითქოს, მთავრობა როცა დატოვა, მთელმა დადებითმა პრეზიდენტის ინსტიტუტში გადაინაცვლა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტის გამოსვლიდან გაცილებით მეტს ველოდი