გიორგი მარგველაშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

საქართველოს მასშტაბით 39 000-მდე მეთორმეტეკლასელმა დღეს სკოლა დაამთავრა. სკოლებში დღეს ბოლო ზარი აღნიშნეს. სკოლის დამთავრებას ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტიც ულოცავს:
“მინდა, ყველა მე-12 კლასელს მოგილოცოთ სკოლის დამთავრება!
ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები – უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით.
მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გაცნობიერებული და გააზრებული მომავლის შენებით გააძლიერებთ საკუთარი ქვეყნის განვითარებას!
თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ აღტაცებასა და სიხარულს, რომელიც ახლის ძიებასა და შეცნობის მოლოდინს ამძაფრებს!” ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
საატესტატო გამოცდები საქართველოს მასშტაბით 20 მაისს იწყება. მე-11 კლასელები სწავლას 11 ივნისს ამთავრებენ, მათი საატესტატო გამოცდები 12 ივნისს დაიწყება. პირველკასელებისთვის სასწავლო წელი 25 მაისს დასრულდება, დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის კი – 15 ივნისს.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტირძნისის მცხოვრები დააკავეს
შემდეგი სტატია10-ლარიანი ვერცხლის მონეტის შეძენა მსურველებს 100 ლარად შეეძლებათ