გიორგი მარგველაშვილი მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე, მაჟორიტარად კენჭისყრის საკითხი არ განუხილავს.

მარგველაშვილის თქმით, მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს, თუმცა შეეცდება, პოლიტიკურ პროცესს რაიმე შემატოს.

„მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ შემდეგ იქნება საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აქამდე ითანამშრომლეს, რა განწყობაც დამხვდა ამ ოთახში – გამარჯვების, თანამშორმლობის და ერთიანი მიზნის ხედვის, შენარჩუნდება. ამასთან დაკავშირებით ეს პოლიტიკოსები გააგრძელებენ მუშაობას. მე არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევეცდები, რაიმე შევმატო. ჩემი მიზანია, საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატია შედგეს. მე ჩემს თავს მაჟორიტარად ვერ ვხედავ, მინდა, უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რაზეც მქონდა საუბარი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს ნიშნავს, რომ ერთ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“ ,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„არც ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგება”-მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატია“გამარჯვება ვინმეს წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაა”-ბოკერია