გიორგი მარგველაშვილი : მართლმსაჯულების სისტემის განვითარება შეუძლებელია ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარება შეუძლებელია ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, სადაც ის ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

”ადვოკატთა ასოციაციას და თითოეულ ადვოკატს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარება შეუძლებელია ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე.

ადვოკატის თავისუფალ პროფესიას თავისუფალი ადამიანები ემსახურებიან. ეს ფაქტი ამ პროფესიის განსაკუთრებული ხიბლი, პატივი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია ვითარდება და აქტიური სამოქალაქო პოზიციებით გამორჩეული ინსტიტუტია.
მე გავაგრძელებ ამ ინსტიტუტის მხარდაჭერას იმ რწმენით და იმედით, რომ ძლიერი ადვოკატთა კორპუსი იმის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უფლება სათანადოდ იყოს დაცული. მჯერა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რაც დანერგა ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა შენარჩუნდება და გაძლიერდება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოში საქართველოზე ანგარიშს განიხილავენ
შემდეგი სტატიაამერიკულმა მხარემ შსს-ს კიდევ 6 სამომსახურეო ძაღლი გადასცა