გიორგი მარგველაშვილი კომენტარს არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი არ გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს.

„ეს ფორმატი, რომ წინასწარ მითანხმდებით, აუცილებლად უნდა დავიცვათ. ეს გითხარით, შესაბამისად, ამ ფორმატს არ შევცვლი და როდესაც წინასწარ დამირეკავთ, შევთანხმდებით, აუცილებლად – არასდროს არ გვქონია პრობლემა თანამშრონლობის“, – განუცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა დუშეთში, მის სახლთან მისული მედიის წარმომადგენლებს.

​ამასთან, როდესაც ჟურნალისტებმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, მარგველაშვილმა აღნიშნა: „ამ ფორმატს მე არ გადავუხვევ, რა კითხვაც არ უნდა იყოს“.

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ასევე ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას„ – თქვენ წამსვლელები ხართ ქვეყნის ინტერესების საბოლოო დაზიანებაზე, რათა ქვეყანა აირიოს და ამ მღვრიე წყალში იქნებ ხელისუფლება მოიპოვოთ“
შემდეგი სტატიაანტონიო გუტერეში სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებისას – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინაში ომის დასასრულებლად