გიორგი მარგველაშვილი: გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ვიზალიბერალიზაციის ჯილდოს მივიღებთ

გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ვიზალიბერალიზაციის ჯილდოს მივიღებთ და საქართველოს საქმე სხვა დისკუსიებს შორის არ დაიკარგება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სურს გახდეს ევროპული ოჯახის – ევროკავშირის წევრი.

”ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს გვინდა არის ის, რომ ჩვენი კულტურით ევროპელები ვართ. ჩვენ გვჯერა თამაშის იმ წესების, რომელსაც აქ იცავენ. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ, როდესაც ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრები გავხდით და მოგვცეს მკაფიო ნიშანი იმის, რომ საქართველო მეტს მიიღებდა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ბევრი ვიმუშავეთ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამეთ მთლიანად საზოგადოებამ. გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ამ ჯილდოს მივიღებთ და საქართველოს საქმე სხვა დისკუსიებს შორის არ დაიკარგება. ეს უსამართლობა იქნება და შეეწინააღმდეგება იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ერთმანეთს აღვუთქვით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის გამოსვლის თარგმანს ”რუსთავი 2” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წევრებს ხვდება